ინფორმაციული ტექნოლოგიების პროფესიული სწავლების ცენტრი, 2007 წელს შეიქმნა. მისი პროფილი არის ინფორმაციული-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ისწავლება შემდეგი სპეციალობები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები, ვებ ტექნოლოგიები, მულტიმედია ტექნოლოგიები, ელექტრონული და სატელეკომუნიკაციო ქსელები.
ცენტრში განახლებული პროგრამებით უკვე 1600-მდე პროფესიული სტუდენტი გადამზადდა. მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა მაღალანაზღაურებად სამსახურში უკვე დასაქმდა.
ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა კომპანიებთან: Magticom, Alta, Orient Logic, United Telecom, Infogeorgia XXI, UGT, UNIT, Prime Systems, Bakur Sulakauri Studio, I Stereo, Pixel, GSC, Satellite Geocom, IT Service, Siesta და სხვა, სადაც სტუდენტები გადიან საწარმოო პრაქტიკას და შემდგომ საქმდებიან.ცენტრში ფუნქციონირებს საერთაშორისო სერთიფიცირებისა და სწავლების ცენტრები CISCO-სა და Microsoft-ის ბაზაზე. 2009 წელს საქართველოს ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ბიზნესსაბჭოს და ელექტრონული მმართველობის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის მიერ ცენტრი აღიარებული იქნა IT განათლების საუკეთესო მომწოდებლად საქართველოში.
პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში, ცენტრის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ რეაბილიტაციაზე 1,4 მილ. ლარი დაიხარჯა.