მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო სისტემური ტესტირება გრძელდება.
მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირება უკვე ჩატარდა 186-ე საჯარო მეგა-სკოლაში, სადაც მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ნაწილს PCR ტესტირება ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმდნენ.
მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ყველა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური PCR ტესტირება, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ე.წ. სწრაფი ტესტით შემოწმება. ტესტირება ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
სავალდებულო ტესტირების უზრუნველყოფის მიზნით, სკოლის ადმინისტრაცია სკოლაში დასაქმებულ ყველა პირს არეგისტრირებს ბმულზე: https://labour.moh.gov.ge, ხოლო სამედიცინო ლაბორატორიების მიერ პერსონალის ტესტირების პროცესი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს.