საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თსუ-ს ბიბლიოთეკაში არსებული დარღვევები შეისწავლა. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - მოპარულია მე-18, მე-19 საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური ისტორიული ხასიათის წიგნები, რომელთა ღირებულებაც ათეულობით ათას ევროს შეადგენს.
ირაკლი ანდრიაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არავის მისცემს უფლებას, მიითვისოს სახელმწიფო საგანძური და სხვადასხვა ფინანსური მახინაციებით შეეცადოს საგანმანათლებლო რესურსების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.