თეონა არახამია: „როდესაც მოსწავლესთან შედეგს ვაღწევ, მაშინ ვხვდები, რომ პროფესიის არჩევაში არ შევმცდარვარ. ეს შედეგი ღირდა გადალახულ სირთულეებად.“
თეონა არახამიას გამოცდილებით, პირველ რიგში, აუცილებელია განავითარო გარემო და ხელი შეუწყო ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას. იგი მუდმივად გეგმავს აქტივობებს სკოლაში როგორც სკოლის ადმინისტრაციის, ასევე მოსწავლეთა, მასწავლებელთა და მშობელთა ჩართულობით. თითოეული მოსწავლის საჭიროების მიხედვით, თეონა უამრავ რესურსს იყენებს და ხშირად თავადაც ქმნის, რაც მუშაობას უფრო მრავალფეროვანს, სახალისოსა და შედეგიანს ხდის.
თეონა არახამია ქალაქ თბილისის 84-ე საჯარო სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ასწავლის. მას შემდეგ, რაც განისაზღვრა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების გზა და მათი სახელფასო პოლიტიკა, იგი უფროსი სპეციალური მასწავლებელი გახდა და 2021 წლიდან სტატუსის შესაბამის დანამატს იღებს.