საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღეს – 8 მარტს ულოცავს:
„ძვირფასო ქალბატონებო, მინდა გულითადად მოგილოცოთ ქალთა საერთაშორისო დღე.
ვფიქრობ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თქვენს აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ქალთა როლი საზოგადოებაში პოზიტიური ძვრებისა და მშვიდობის დამყარების კუთხით განუზომელია.
მოხარული ვარ, რომ დღესდღეობით საქართველოში უამრავი ქალი ემსახურება ჩვენი მომავალი თაობის აღზრდისა და ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეს. ასევე, ქალბატონებს დიდი წვლილი შეაქვთ კულტურის სფეროსა და სპორტის განვითარების საქმეში, რაც ძალიან საამაყოა. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მოღვაწეობისთვის.
მინდა ყველა ქალბატონს ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და დიდი მიღწევები ქვეყნის საკეთილდღეოდ.“