საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სახელოვნებო და კულტურის ორგანიზაციების შემოქმედებითი საქმიანობის ეტაპობრივად განახლებისათვის ემზადება.
სამინისტროს წარმომადგენლებმა სისტემაში შემავალი და დამოუკიდებელი თეატრების ხელმძღვანელებთან ერთად თეატრების ეტაპობრივად გახსნისთვის შემუშავებულ რეგულაციებსა და ნორმებზე იმსჯელეს და მათი მატერიალურ-ტექნიკური და შემოქმედებითი მზაობა განიხილეს.
შეგახსენებთ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თეატრები სარეპეტიციო პროცესს 15 მარტიდან განაახლებენ, ხოლო სპექტაკლების გამართვა მაყურებლის დასწრებით, დაწესებული რეგულაციების სრული დაცვით, 1-ლი აპრილიდან იქნება შესაძლებელი.
სამინისტროს ინიციატივით, სამუშაო შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალ კულტურის სფეროს ყველა ორგანიზაციასთან ეტაპობრივად გაიმართება.