საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ქართველ მწერალს გურამ დოჩანაშვილს 82 წლის იუბილეს ულოცავს:
„დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენს ეპოქაში გურამ დოჩანაშვილის სახით გვყავს კლასიკოსი მწერალი – თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი შემოქმედი.
სიკეთითა და ჰუმანიზმით აღსავსე მისი შემოქმედებით თაობები აღიზარდა და ახალგაზრდებს მომავალშიც ასწავლის კაცთმოყვარეობასა და სამშობლოს სიყვარულს. მართლაც რომ, „სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანებიცაა“.
ვულოცავ ბატონ გურამს 82 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ვუსურვებ!“
გურამ დოჩანაშვილი 1939 წლის 26 მარტს თბილისში დაიბადა.