2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების მობილობის პირობები განისაზღვრა.
ის სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხნენ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე და სურთ მობილობით სარგებლობა, უნდა აკმაყოფილებდნენ მიმღები პროგრამის დაშვების წინაპირობებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ შესაბამისი საგანი.
იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არ აქვთ ჩაბარებული ის საგანი, რაც, კანონმდებლობის თანახმად, დადგენილია უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის სფეროების მიხედვით, შეუძლიათ 2021 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე დარეგისტრირდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე (online.naec.ge) მხოლოდ ამ საგნის ჩაბარების მიზნით. გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 10 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის არსებული პროგრამებისა და ჩასაბარებელი საგნების ჩამონათვალი დაწესებულებების მიხედვით იხილეთ ბმულზე.
დეტალური ინფორმაცია ნახვა შესაძლებელია: https://www.emis.ge
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე: 032 2 200 220.