საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი:
„მსურს, გულითადად მივულოცო 4 ივლისი – დამოუკიდებლობის დღე ამერიკელ ხალხს, ამერიკის მთავრობას და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში!
მადლობა მრავალწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლილისთვის და განათლების სისტემის უპრეცედენტო მხარდაჭერისთვის.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის თანადგომას. მოხარული ვარ, რომ ორი ქვეყანა, ამერიკელი და ქართველი ხალხი იზიარებს საერთო ღირებულებებს.
ამერიკასა და საქართველოს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ჩემთვის, როგორც საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქისთვის, ძალიან ძვირფასი და დიდი მნიშვნელობის მატარებელია.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ამერიკის შეერთებული შტატების 245-ე დაბადების დღეს და მადლობას გიხდით თანადგომისთვის!"