საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტის – „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებისთვის სამეცნიერო თემატიკის ნახატების ეროვნულ კონკურსს აცხადებს.
ნახატების კონკურსი, მეცნიერების პოპულარიზაციასთან ერთად, ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ხელოვნების მოყვარულ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მეცნიერების მიღწევები, აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები, მეცნიერთა შემოქმედებითი გზა თუ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდონ.
კონკურსში მონაწილეობის უფლება საქართველოს ნებისმიერი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საშუალო საფეხურის X, XI და XII კლასების მოსწავლეებს აქვთ. მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო დოკუმენტები – საკონკურსო განაცხადი (იხ. განაცხადის ფორმა) და ნახატის აღწერილობა, მხატვრული ნამუშევრის ელექტრონული ვერსია – 2021 წლის, 1 სექტემბრამდე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე: artgoriuni@gmail.com
განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო კომისია, ღია კონკურსის წესით, განიხილავს ნამუშევრებს და გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომლებსაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე 500 ლარს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს 300 ლარი გადაეცემა, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი – 200 ლარი.
ამასთან, კომისია გამოავლენს 10 საუკეთესო ნამუშევარს, რომლებიც გორის უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისში გამოიფინება.
კონკურსში ჩართული მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობის დამადასტურებელ სიგელებს, გამორჩეული 10 ნამუშევრის ავტორს კი, სიგელებთან ერთად, სამახსოვრო საჩუქრებიც გადაეცემათ.
კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
კონკურსთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ანა იმნაძეს – 577 92 25 52