საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის რამაზ ჭილაიას გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.
რამაზ ჭილაია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1977 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ და აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას. ლიტერატურისა და კრიტიკის სფეროში მას არაერთი აკადემიური ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული.
რამაზ ჭილაია ყველა თაობის სტუდენტისთვის გამორჩეულად ძვირფასი და საყვარელი ლექტორი გახლდათ.