„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებით, განათლებისა და მეცნიერების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების მხარდაჭერით, საქართველოში მეცხრედ ტარდება. აღნიშნული კონკურსის ჩატარების მთავარ მიზანს თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია წარმოადგენს.
2022 წლის საკონკურსო თემა გახლავთ „მიწერე წერილი გავლენიან ადამიანს თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით (“Write a letter to an influential person about why and how to take action on climate change”)“.
კონკურსის ფარგლებში ყველა მონაწილე დაჯილდოვდება. მათ შორის, გამოვლინდება საუკეთესო სამეული, პირველი ადგილის მფლობელის ნამუშევარი კი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში.
„მსოფლიო საფოსტო კავშირის“ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული წერილის ავტორის დაჯილდოების ცერემონია 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, ქალაქ ბერნში (შვეიცარია) გაიმართება.
„საერთაშორისო საფოსტო კავშირის“ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი 1971 წელს "მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა. მას შემდეგ „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში ეროვნული ოპერატორები ყოველწლიურად მართავენ კონკურსს, რომელშიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მოზარდი მონაწილეობს.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ კონკურსებში გამოვლენილი გამარჯვებულები შეჯიბრს საერთაშორისო ასპარეზზე განაგრძობენ, სადაც გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.
2022 წლის კონკურსში მონაწილეობა 9 - 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შეუძლიათ. მათ ნამუშევრის შექმნისას შემდეგი მოთხოვნები უნდა გაითვალისწინონ:
დაამუშავებს მის პერსონალურ მონაცემებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და საჯაროდ გამოაქვეყნებს წერილის შინაარსს წერილის ავტორის დამატებითი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე.
საკონკურსო ნამუშევრების ელ.ფოსტაზე და საფოსტო სერვისცენტრში მიღება 2022 წლის 2 მარტს დაიწყო და 2022 წლის 13 აპრილამდე გაგრძელდება.
ნამუშევრები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე:
შპს „საქართველოს ფოსტა“
ქ. თბილისი, სადგურის მოედანი 2
0100 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32 2240909
ელექტრონული ფოსტა: letter@gpost.ge