სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, რომელიც თავმჯდომარის რანგში სხდომას პირველად უძღვებოდა, განაცხადა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეცნიერების განვითარებისთვის. ”საგრანტო სისტემის შემოღებამ შესაძლებლობა მოგვცა პროექტში ჩართული მეცნიერების ხელფასი მინიმუმ ოცჯერ გაიზარდოს. ამჟამად 350-ზე მეტ პროექტში ორი ათასზე მეტი მეცნიერი და ათასზე მეტი დამხამარე პერსონალია ჩართული. ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან სამეცნიერო კვლევების დაფინანსებაზე 20 მილიონ ლარამდე იხარჯება” - განაცხადა მინისტრმა.