საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილს უმასპინძლა. მხარეებმა სამინისტროსა და UNICEF-ს შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა პირადად ღასან ხალილს და გაეროს ბავშვთა ფონდს განათლების სფეროში მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ საქართველოს განათლების სისტემის განვითარებაში UNICEF-ს უმნიშვნელოვანესი წვლილი აქვს შეტანილი.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი სამომავლოდ კიდევ უფრო გააღრმავებენ თანამშრომლობას ბავშვთა უფლებების დაცვისა და მათთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით.