დირექტორობის მსურველთა ტესტირების აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, გთავაზობთ საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განახლებულ განრიგს.
ახალი განრიგის თანახმად, დირექტორობის მსურველთა გასაუბრება 28 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გასაუბრების განრიგის ნახვა შესაძლებელია აქ.
გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა უნდა გადაამოწმოს საჯარო სკოლის დირექტორობის სერტიფიცირების ეტაპზე რეგისტრაციის დროს მინიჭებული უნიკალური კოდის გამოყენებით.
იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია დარეკოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცხელ ხაზზე – 2 200 220 ან თავად გადაამოწმოს კოდი ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge
აღსანიშნავია, რომ გასაუბრების განრიგის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს დირექტორობის მსურველთა ინფორმირებას ინდივიდუალურად როგორც მოკლე ტექსტური შეტყობინების, ასევე, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.