განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ოლიმპიურ თემატიკაზე ჩატარებული ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსში გამარჯვებული, 12 წლამდე ასაკის, სამი მოსწავლე პორტარტული კომპიუტერებით დაასაჩუქრა.
კონკურსი 2009 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის მასსტაბით ასობით სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებას დაესწრნენ: ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი პატრიკ ჰიკი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი რაფაელე პანიოცი და ევროპის 11 ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტები.