განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (ESTDEV) შორის გაფორმებული საგრანტო შეთანხმების ფარგლებში, გაიმართა კონფერენცია თემაზე: სკოლის შიდა ხარისხის უზრუნველყოფა საქართველოში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი და ესტონეთის ელჩი საქართველოში რიინა კალურანდი.
კონფერენციაზე განიხილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები და შედეგები: შიდა ხარისხის გზამკვლევის პროექტები, ავტორიზაციის როლი განათლების ხარისხის განვითარებაში, ავტორიზაციის მიმართულებით არსებული ტენდენციები და ქვეყანაში ავტორიზაციის პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევები. მათ შორის, ესტონეთის მოდელი ზოგადი განათლების მიმართულებით - გამოწვევები და წარმატებული მაგალითები.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ, ესტონეთის ხარისხის სამსახურის (HAKA) ზოგადი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ესტონეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები, ზოგადი განათლების ავტორიზაციის საბჭოს წევრები, სკოლის დირექტორები, თბილისის რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ზოგადი განათლების მიმართულებით შერჩეული ექსპერტები.