საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე გელა გელაძე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ნინო წერეთელი და საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი ირაკლი კუპრავა საგამოცდო ცენტრებს ესტუმრნენ და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
ცენტრების საგამოცდო მზადება ფინალურ ეტაპზეა და ამჟამად სექტორების საბოლოო მოწესრიგება მიმდინარეობს. საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.
საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ უკვე ჩატარდა საგამოცდო ცენტრების მოწყობისა და აღჭურვის ღონისძიებები, დასრულდა გაგრილების სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო სამუშაოები და ცენტრების კომპიუტერებით აღჭურვის პროცესი. საგამოცდო ცენტრებში ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისათვის, რომ საგამოცდო პროცესი კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
2024 წელს საგამოცდო ცენტრები გაიხსნება: თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.