პროექტი პრეზიდენტის
ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია საქართველოს სკოლებში წარჩინებული
მოსწავლეებისათვის პირად სარგებლობაში პერსონალური კომპიუტერების (ნოუთბუქების/სტაციონალური
კომპიუტერების) გადაცემით, ხელი შეუწყოს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებზე დაფუძნებული
სწავლა/სწავლების მეთოდების
შემოღებას. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის
გაზრდით, ხელი შეუწყოს სიღარიბის დაძლევას და კონკურენტული ეკონომიკური შესაძლებლობების
განვითარებას.
2010 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2009/2010 სასწავლო წელს საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).
წარჩინებულ მოსწავლეთა ამ მიმართულებით წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.