„პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით პროფესიულ განათლებაში დისტანციური სწავლების განხორციელების წესი და პირობები დამტკიცდა.
დოკუმენტის თანახმად განისაზღვრა დისტანციური სწავლების სინქრონული და ასინქრონული ფორმები. წესი ასევე ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით პროგრამის იმ კომპონენტების განსაზღვრას, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასებაც იქნება შესაძლებელი.
დამტკიცდა იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სრულად დისტანციური ფორმით.
აღნიშნული წესის საფუძველზე კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო რიგ შემთხვევაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელონ სრულად დისტანციურად.