საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე ნორვეგიის განათლებისა და კვლევის მინისტრის მოადგილეს ლისბეტ რუგტვედტს შეხვდა. შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ყველა საკვანძო საკითხი და ის წარმატებული ნაბიჯები, რომლებიც მიღწეულ იქნა ამ მიმართულებით.
ინკლუზიური
განათლების პრინციპების დანერგვა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და
სტრატეგიული გეგმის ნაწილია. მის
განხორციელებას ემსახურება ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს
მეთოდოლოგიური და ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი - ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9
რეგიონის საჯარო სკოლებში” .
სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების მხარდაჭერის სამწლიანი
პროგრამა (2009-2011) სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო
გეგმის შესაბამისად ხორციელდება
და მისი მიზანია ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს მასშტაბით.
განვლილ პერიოდში შესრულებული სამუშაოების გაცნობის
შემდეგ, ლისბეტ რუგტვედტს დადებითი შეფასებები გააკეთა და პროექტის მიმდინარეობას მომავალშიც მხარდაჭერა
აღუთქვა.
ვიზიტის
ფარგლებში დაგეგმილია ინკლუზიური განათლების საპილოტე თბილისის № 10 საჯარო სკოლაში სტუმრობა,
სადაც ნორვეგიის განათლებისა და
კვლევის მინისტრის მოადგილე ლისბეტ რუგტვედტს
სკოლაში ინკლუზიური განათლების კუთხით მიმდინარე ინიციატივებს გაეცნობა.