”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანება“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, საჯარო სკოლის დირექტორებს გადაამზადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გაერთიანების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრო.
”საქართველოს განათლების სისტემის დამსაქმებელთა გაერთიანების“ ხელმძღვანელმა დავით ლაგვილავამ, „სკოლის ფინანსური მართვის“ პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრეზენტაცია წარმოადგინა, რომელიც გაერთიანების დაკვეთით „სინგულარ ჯგუფის“ მიერ შეიქმნა.
სისტემა, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლის დირექტორთა გადამზადება და კონსულტირება მოხდება, სკოლის მართვის საკითხებთან იქნება დაკავშირებული და შესაბამისობაში სკოლის დირექტორის სტანდარტთან. იგი ასევე სრულად იქნება თავსებადია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შექმნილ მოსწავლეთა საინფორმაციო სისტემასა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ბაზასთან.