აკაკი წერეთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციით გაიხსნა. კვირეული წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ბევრ უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. დაიგეგმა და ხორციელდება სხვადასხვა აქტივობები: კონფერენციები, თხზულებებისა და ნახატების კონკურსები, თეატრალური წარმოდგენები და აკაკის სახლ-მუზეუმში ექსკურსიები.
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.