სკოლის მანდატურებმა სპეციალური საჭიროების ბავშვები მოინახულეს. სამტრედის №15 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს მანდატურებმა საჩუქრები გადასცეს.
მანდატურებთან ერთად სკოლა-პანსიონს ილუზიონისტი დავით რობაქიძეც ესტუმრა და მოსწავლეებს საინტერსო ნომრები უჩვენა. სტუმრებს ბავშვებმა თავიანთი ხელნაკეთი ნივთები დაათვალირებინეს და სპორტში საკუთარ წარმატებებზე ესაუბრნენ. მანდატურების განცხადებით მათი მიზანია იზრუნონ სკოლის, მოსწავლეების, მასწავლბლების და იქ დასაქმებული სხვა პირების უსაფრთხობაზე.
სამტრედის №15 სკოლა-პანსიონში 11დან 16 წლამდე ასაკის 19 ვაჟი ცხოვრობს. სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებთან მუშაობისთვის. პანსიონში ფუნქციონირებს სკოლა მე-4-დან მე-9 კლასის ჩათვლით, საჭიროების შემთხვევაში იხსნება დაწყებითი 1-3 კლასები.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, გორის და ფოთის საჯარო სკოლებში შევიდნენ. წლის ბოლომდე მანდატურის ინსტიტუტი რუსთავის ყველა საჯარო სკოლაში ამოქმედდება. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.