175-ე საჯარო სკოლის დირექტორის ქალბატონ თინათინ ალავიძის განცხადებით, სკოლაში დიდი დაინტერესება გამოიწვია პრეზიდენტის ინიცირებულმა პროექტმა ფიზკულტურის სპორტის გაკვეთილებით ჩანაცვლების თაობაზე. ამ სკოლის მოზარდები ფეხბურთით, კალათბურთითა და ფრენბურთით არიან დაინტერესებულნი და ახალი სასწავლო წლიდან ცურვასა და წყალბურთან ერთად, სპორტის ამ სახეობებშიც უტარდებათ გაკვეთილები, ტარდება სასკოლო ტურნირები.
თბილისის №175-ე საჯარო სკოლაში 2 000-მდე მოსწავლე სწავლობს და 135 პედაგოგი მოღვაწეობს. კურსდამთავრებულები
წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მონაწილეობენ სასკოლო ოლიმპიადებსა
და სხვადასხვა კონკურსებში. მიმდინარე წელს სკოლას 12 ოქროსა და 6 ვერცხლის მედლის
კანდიდატი ჰყავს.