საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ბადრი იაკობაძის 4 შვილიან ოჯახს ესტუმრა და ენერგო ვაუჩერები გადასცა. დიმიტრი შაშკინმა თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად, სოციალურად დაუცველ იაკობაძეების ოჯახს მინისტრის მოადგილეების კუთვნილი ენერგო ვაუჩერებიც მიუტანა, რითაც ოჯახი გარკვეულ შეღავათს მიიღებს.
იაკობაძეების 4 შვილი - 15 წლის ზურაბი, 11 წლის ნინიკო, 9 წლის ერეკლე და 7 წლის დავითი თბილსის №6 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები არიან, მონაწილეობენ როგორც სასკოლო, ისე სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.
იაკობაძეების ოჯახში სტუმრად მისული დიმიტრი შაშკინი ბავშვების წარმატებებით დაინტერესდა და მათ პერსონალური კომპიუტერი და ტკბილეული გადასცა.