გიორგი დვალმა პირველი მეცნიერული ხარისხი თბილისში მოიპოვა. ამჟამად არის ნიუ-იორკისა და მიუნხენის უნივერსიტეტების პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს გიორგი დვალს მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში განსაკუთრებული მიღწევებისთვის ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა.
სამინისტროში ჩატარებული სემინარი ქართველ პედაგოგთა შვეიცარიაში სტაჟირების ერთგვარი გაგრძელება იყო. 2011 წლის იანვარში 14-მა ქართველმა ფიზიკის მასწავლებელმა კვალიფიკაციის ამაღლების სპეციალური კურსი ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის კვლევითი ორგანიზაციის CERN-ის ლაბორატორიაში გაიარეს. სწორედ აქ დაიბადა იდეა, გიორგი დვალს სემინარების ციკლი ქართველ პედაგოგთა უფრო ფართო აუდიტორიისთვის ჩაეტარებინა. პირველი ლექციის თემა კოსმოლოგია და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა იყო. პედაგოგები CERN- ში მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი CERN- ში მოღვაწე სხვა ქართველი მეცნიერების მოწვევასაც გეგმავს. მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარები მომავალშიც გაგრძელდება და მათ სხვა დარგებში მოღვაწე ცნობილი ქართველი მეცნიერები ჩაატარებენ.