2011 წლის 11 მარტს იაპონიაში მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, იაპონიის საელჩოსთან თბილისის 64-ე, 72-ე, 47-ე და 151-ე საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლე თანაგრძნობის ბარათებითა და ყვავილებით მივიდა. იაპონელი ხალხისადმი თანადგომა გამოხატეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და სკოლის დირექტორებმა.
მოსწავლეებმა ყვავილებით პატივი კატასტროფის მსხვერპლ თანატოლებს მიაგეს და განაცხადეს, რომ იაპონელი მოზარდები მარტონი არ არიან ამ მძიმე წუთებში, მათ საქართველოშიც თანაუგრძნობენ.