მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ (TLG) წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის რეგიონების საჯარო სკოლებში ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად ინგლისურ ენას ასწავლიან.
მინისტრთან შეხვედრის მიზანს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეების, რეფორმებისა და გამოწვევების განხილვა წარმოადგენდა, ასევე, პროგრამის „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ გამოცდილების, ღონისძიებების/აქტივობებისა და სამომავლო გეგმების მიმოხილვა.
მინისტრის მოხსენების შემდეგ გაიმართა სესია, სადაც პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო შეკითხვები დაესვათ მინისტრისთვის და ღონისძიების სხვა მონაწილეებისათვის.
„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის მონაწილე მოხალისე მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები დაგეგმილია და უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, სადაც მოხალისეები იმყოფებიან.
მინისტრმა მსგავსი შეხვედრები უკვე გამართა თბილისის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მოხალისე პედაგოგებთან .