საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი მორიგ პროფესიული სწავლების ცენტრ ”იკაროსს” ეწვია. ცენტრი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და დამსაქმებლის მოთხოვნაზე- მოამზადოს კვალიფიციური კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა მოთხოვნადი სფეროსთვის.
”იკაროსში” მოქმედებს 4 თვიდან 2 წლამდე სასწავლო პროგრამები 14 სპეციალობაში: ბარმენი, მზარეული, კონდიტერი, სასტუმრო საქმის სპეციალისტი, სასტუმროს მიღება-განთავსების და დაჯავშნის სპეციალისტი, მიმტანი, სასტუმროს საქმის მწარმოებელი, მიმღები-რეცეფციონისტი, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, მზარეული და სხვ.
ცენტრი უზრუნველყოფილია უახლესი და თანამედროვე მატერიალურ - ტექნიკური ბაზით, გააჩნია პრაქტიკული მეცადინეობებისათვის საჭირაო კლასები პროფესიების მიხედვით და სახელოსნოები (სამზარეულო, საკონდიტრო, სერვირების სასწავლო კლასი, ბარი, რეცეფციის კლასი, ფლერინგის სავარჯიშო ოთახი, საინფორმაციო-ტექნოლოგიების კაბინეტები).
სექტემბრიდან გათვალისწინებულია ახალი პროგრამებით გიდების, ტუროპერატორების, კონდიტერების და ლიფტების/ესკალატორების ელექტრომექანიკოსების მოსამზადებელი სპეციალობების დამატება. ამ უკანასკნელის მოსამზადებელი პროგრამის კურსს ამ დარგის გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები წაიყვანენ, მათ მიერ მომზადებული პროფესიონალური კადრები მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია იქნება.