საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრ არმენ აშოტიანთან ერთად, თბილისის პირველ ექსპერიმენტალურ სკოლას ეწვია, სადაც სომხეთის მინისტრს და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებს პირველკლასელთათვის განკუთვნილი ახლადაშენებული კორპუსი დაათვალიერებინა.
სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი განსაკუთრებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროგრამით დაინტერესდა, რომლის თანახმად, ყველა პირველკლასელი სახელმწიფოსგან საჩუქრად ნეტბუქს მიიღებს. ამასთან, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ინგლისურ ენას პირველივე კლასიდან შეისწავლიან.
არმენ აშოტიანმა ინფორმაცია ინტერნეტიზაციისა
და სკოლების კომპიუტერებით აღჭურვის თაობაზეც მიიღო, ეს პროცესი ფაქტობრივად, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე დასრულებულია.