საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა არმენ აშოტიანმა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ელჩმა ფილიპ დიმიტროვმა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა გახსნეს.
ღონისძიება ევროკავშირის პროექტის ”დემოკრატია იწყება თქვენით” ფარგლებში გაიმართა და მასში საქართველოსა და სომხეთის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. პროექტის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდობის ინფორმირება თუ რა არის და როგორ მუშაობს დემოკრატია, რისი სწავლებაც მხოლოდ წიგნებიდან შეუძლებელია.
საქართველოსა და სომხეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკურ საკითხთა მცოდნეობის სკოლის მხარდაჭერით, ორმოცი მოსწავლე საქართველოდან და სომხეთიდან სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლმენტში შეიკრიბა.
მონაწილე მოსწავლეები თავიანთი კლასელების მიერ მას შემდეგ შეირჩა, რაც მათ სკოლის დონეზე 4 დღიანი პრაქტიკული დებატები გაიარეს შესაბამის პოლიტიკურ საკითხებზე. ამჟამად, მოსწავლეების ამოცანას ამ პარლამენტში დებატების დროს დასმული საკითხების განხილვა და თავიანთ თანატოლებთან ერთად, საერთო დეკლარაციის შემუშავება წარმოადგენდა. მიღებულ დეკლარაციას მოგვიანებით ისინი ბრიუსელში ევროპულ ინსტიტუტებს წარუდგენენ.
პროექტის პირველ ეტაპში მონაწილეობა აზერბაიჯანის ოცმა სკოლამ მიიღო. სამწუხაროდ, შერჩეულმა მოსწავლეებმა ვერ შეძლეს პარლამენტის სხდომაში მონაწილეობის მიღება.