საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება: კომპიუტერული ტესტირება და გასაუბრება. ტესტირებას ყოველდღიურად 4 ნაკადი გადის. კონკურსის მიმდინარეობას 16 დამკვირვებელი აკონტროლებს. მსურველების რეგისტრაცია 25 თებერვლიდან 20 მარტამდე ელექტრონულად განხორციელდა.
ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც, მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ. სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს.
საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კოკნკურსი კომპიუტერული ტესტირების გამოყენებით და დირექტორის სტანდარტზე დაყრდნობით წელს პირველად ტარდება. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებაყოფლობითია.