საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში სადაზღვევო კომპანია ,,ალფასა’’ და ,ავერსის საქველმოქმედო ფონდის” მიერ ორგანიზებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სადაზღვევო კომპანიის ”ალფა” გენერალური დირექტორი ედუარდ ცხოვრებაძე.
აქციის ფარგლებში, ავერსის კლინიკის მაღალკვალიფიციურმა ექიმებმა პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს უფასო გამოკვლევა/გასინჯვა ჩაუტარეს, ”ავერსის საქველმოქმედო ფონდის” წარმომადგენლებმა სკოლას ყველა საჭირო მედიკამენტი და პირველადი დახმარების სამედიცინო ნივთები უფასოდ გადასცეს. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
თბილისის პირველი ექსპერიმენტალური სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები სახელმწიფო პროგრამით კომპანია ”ალფაში” არიან დაზღვეულები, მათ ავერსის კლინიკის ექიმებმა ხუთი მიმართულებით ჩაუტარეს კვლევა: პედიატრიული, ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური და აგრეთვე ექოსკოპიური.
სადაზღვევო კომპანია ”ალფა” მსგავს აქციებს მუდმივად ატარებს. მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.