პირველი საჯარო სკოლისათვის ისტორიული სახელის დაბრუნება სკოლის მოსწავლეთა, პედაგოგთა, კურსადმათვრებულთა და მშობელთა სურვილის საფუძველზე მოხდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მათი თხოვნა გაითვალისწინა და სკოლისთვის აღიარებული სახელის დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.
საქართველოს ერთ-ერთი უძველესი საგანმანათლებლო დაწესებულება 209 წლისაა. კლასიკურ გიმნაზიაში არაერთი სახელოვანი ადამიანი აღიზარდა, ძველი სახელის დაბრუნება კი, პედაგოგებსა და მოსწავლეებს კიდევ ერთ სტიმულს მისცემს.