მემორანდუმის გაფორმება მიზნად ისახავს საქართველოსა და იტალიას შორის არსებული კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებასა და განვითარებას; თანამშრომლობას საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იტალიური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერების მიზნით; იტალიური ენის დანერგვის ხელშემწყობი ღონისძიებების მხარდაჭერას; განათლების სფეროს ექსპერტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობას; მეთოდური ლიტერატურისა და სასწავლო მასალების ორმხრივად გაცვლას, სწავლების გამოცდილების გაზიარებას, ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას.
მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იტალიური ენის, როგორც ერთ-ერთი უცხოური ენის, სწავლება დაინერგება.
იტალიური ენის საგანმანათლებლო პროგრამების შესაქმნელად ერთობლივი ჯგუფი იმუშავებს, რომლის შემადგენლობაშიც როგორც ქართველი, ასევე იტალიის საელჩოს მიერ შერჩეული ექსპერტები შევლენ.