აუტიზმით დაავადებულთა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა 198-ე საჯარო სკოლის სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები მოინახულა და მათ კომპანია ”ბარამბოს” წარმომადგენლებთან ერთად ტკბილეული გადასცა.
გია მამულაშვილი 198-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსაც შეხვდა, სასწავლო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდა და იმ საჭიროებებზე მიიღო ინფორმაცია, რომელშიც სკოლას სამინისტროს მხარდაჭერა ესაჭიეროება.
სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად ახორციელებს პედაგოგების გადამზადებას. წელს პირველად ცენტრი იმ პედაგოგებს გადაამზადებს, რომლებიც კონკრეტულად აუტიზმით დაავადებულ მოზარდებთან მუშაობენ.
სამინისტრო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებთან სამუშაოდ მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას მომავალშიც გააგრძელებს.