საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ჭიათურის მე-12 სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და დაასაჩუქრა. გია მამულაშვილმა ბავშვებს სათამაშოებთან ერთად საბავშვო ჟურნალი ”ჯუნიორიც” გადასცა.
ჭიათურის მე-12 სკოლა პანსიონში 6-დან 17 წლამდე ასაკის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები სწავლობენ. სკოლა-პანსიონს სულ 32 მოსწავლე ჰყავს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ჭიათურის სკოლა-პანსიონში უკვე მეორედ იმყოფებოდა.