საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალი საგნის "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" შემოღება იგეგმება.
საგანს "საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება" მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები შეისწავლიან. ახალი საგნის შემოღება მიზნად ისახავს გზებზე უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველყოფას, სწორედ ამას შეუწყობს ხელს სკოლის ასაკში მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები.
ავტომობილის მართვის თეორიულ კურსს მოსწავლეები სკოლაშივე გაივლიან. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მოწავლეები 17 წლის ასაკში, მშობლის თანხმობის შემთხვევაში, მართვის დროებით მოწმობებს უსასყიდლოდ მიიღებენ. მათ საშუალება ექნებათ ქალაქში ავტომობილით იმოძრაონ, ეკრძალებათ მხოლოდ მგზავრების გადაყვანა. 18 წლის ასაკში კი, დროებითი მოწმობის ნაცვლად, ახალგაზრდა საერთაშორისო სტანდარტის მართვის მოწმობას ასევე უსასყიდლოდ აიღებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნას, პოლიციის აკადემიის მხარდაჭერითკი, მოხდება ახალი საგნის მასწავლებელთა გადამზადება.