09.05.2011
პრეზიდენტმა ქუთაისში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულება მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, ქუთაისში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია. პირველად პრეზიდენტმა ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო. ახალი სახელოსნოების მშენებლობა ცენტრის სტუდენტებისა და მასწავლებელთა მონაწილეობით .ხორციელდება.
ქუთაისის პროფესიული კოლეჯი საქართველოს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ფარგლებში სრულად რეაბილიტირებულია. თანამედროვე სტანდარტებით გადაიარაღებულ ახალი ტიპის კოლეჯში შემდეგ პროფესიებს ეუფლებიან: სარესტორნო საქმის მწარმოებელი, კონდიტერი, მზარეული, მემცენარე, მეფუტკრე, მეფილე–მომპირკეთებელი, კალატოზი, მღებავი, თაბაშირ–მუყაოს სპეციალისტი, დურგალი, ზეინკალ–სანტექნიკოსი, ელექტრიკოსი, შემდუღებელი, სამაცივრე მოწყობილობის ტექნიკოსი, ავტომობილის ზეინკალი, ძრავის შემკეთებელი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, სასტუმრო საქმის მწარმოებელი, კომპიუტერული გრაფიკოსი, ელექტრონული და ციფრული მოწყობილობების დიაგნოსტიკოს–შემკეთებელი.
შრომის ბაზრის მოთხონების გათვალისწინებით, კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს როგორც მომსახურების, ასევე მშენებლობისა და ტურიზმის სფეროსათვის. შესაბამისად, დიდია მოსახლეობის ინტერესი სასწავლებლისადმი: ოთხი წლის მანძილზე კოლეჯში 2961 პროფესიული სტუდენტი გადამზადდა, მათ შორის 14%-უმაღლესი განათლებით, 13%-საბაზო განათლებით. დასაქმებულია 1806 კურსადამთვარებული.
მიხეილ სააკაშვილმა ასევე მოინახულა ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი, რომელიც 2011 წლის აპრილიდან ფუნქციონირებს. ცენტრი დაინტერესებულ პირებს პროფესიული განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას აწვდის და მომავალ პროფესიულ სტუდენტებს შესაბამის კოლეჯებში სასურველ პროგრამებზე არეგისტრირებს. სამინისტროს ინიციატივით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა დასახმარებლად ქვეყნის მასშტაბით სამი ასეთი საინფორმაციო ცენტრი შეიქმნა: თბილისში, ქობულეთსა და ქუთაისში. ეს ცენტრები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით, საჭირო ინვენტარითა და მონაცემთა ბაზებით. აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებმაც სპეციალური ტრენინგები გაიარეს და არიან პროფესიონალები.
პრეზიდენტი ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასაც ეწვია და აზერბაიჯანელი ეროვნების იმ 80 მსმენელს შეხვდა, რომლებიც ამჟამად ქართული ენის ინტენსიური სწავლების კურსს გადიან. ისინი ქვემო ქართლის რეგიონებში როგორც აზერბაიჯანული, ისე შერეული საჯარო სკოლების დირექტორები არიან.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ეროვნული უმცირესობებისათვის სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა პროგრამები ხორციელდება, ამ მიმართულებით მომავალშიც ბევრი სიახლეა დაგეგმილი. ყველა ეს ინიციატივა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა სამოქალაქო ინტეგრაციას ემსახურება და ამაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის როლი და მისია, ვინაიდან, სწორედ ამ სკოლაში მოხდება, როგორც მასწავლებლების, ისე ეროვნული უმციროსობების საჯარო მოხელეების გადამზადება და განსაკუთრებით სახელმწიფო ენის ინტენსიური შესწავლა.
პრეზიდენტის ინიციატივის საფუძველზე, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთათვის ხორციელდება სახელმწიფო ენის შესწავლის გრძელვადიანი, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის მოკლევადიანი კურსები.
P
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან დიმიტრი შაშკინთან ერთად, ქუთაისში რამდენიმე საგანმანათლებლო დაწესებულებას ეწვია. პირველად პრეზიდენტმა ქუთაისის პროფესიული კოლეჯი დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილმა პრაქტიკული მეცადინეობისათვის საჭირო ყველა ბაზა მოინახულა და კოლეჯის ეზოში მიმდინარე სასწავლო სახელოსნოების მშენებლობასაც გაეცნო. ახალი სახელოსნოების მშენებლობა ცენტრის სტუდენტებისა და მასწავლებელთა მონაწილეობით ხორციელდება.