21.05.2011
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და სპორტისა და
ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ნამგალაური სპორტულ ცეკვებში სკოლების ფესტივალის ფინალურ ეტაპს დაესწრნენ.
21 მაისს საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნული საბჭოს ორგანიზებით
გაიმართა სპორტული ფესტივალი სკოლებს შორის, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით
საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლის გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროების საერთო სპორტული პროგრამის ფარგლებში
ჩატარდა.
აღნიშნული ფესტივალი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს საერთო პროექტის ფარგლების
ეგიდით იმართება, რომლის მიხედვითაც საჯარო სკოლებში სპორტის 8 სხვადასხვა
სახეობის დანერგვა იწყება.