საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აბრეშუმის გზის მეექვსე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო თემაზე ”გლობალიზაცია და უსაფრთხოება შავი და კასპიის ზღვის რეგიონებში”.
კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებისათვის გაეცნო შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში გლობალიზაციის, განათლების, ეკონომიკის, ჯანდაცვის, კულტურული თვითმყოფადობის, ტურიზმის განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხებზე წარმოებული კვლევების შედეგები.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი ასევე, უცხოელი მეცნიერები სხვადასხვა ქვეყნებიდან (უკრაინა, თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.)
ღონისძიების ორგანიზატორი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია საქართველოში. უნივერსიტეტის წარმატებას განაპირობებს სწავლების მაღალი დონე, ხარისხი და პროფესიონალ ლექტორთა გუნდი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მეექვსეჯერ ატარებს აბრეშუმის გზის საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც 28 – 29 მაისს ქალაქ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაგრძელდება.