სამინისტროს დაკვეთით, კომპანია ,,მაგთიკომმა’’ ერთიანი საგანმანათლებლო ქსელი შექმნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ, ,,მაგთიკომის’’ გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ და კომპანია ,,მაგთიკომის’’ მარკეტინგის დირექტორმა ირაკლი ლობჟანიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ახალი ქსელის მეშვეობით მთელი საქართველოს მაშტაბით, ყველა საჯარო სკოლა და რესურსცენტრი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს კომპიუტერულ ცენტრთანაა დაკავშირებული და აგრეთვე აქვთ წვდომა ინტერნეტთან. მაგთიკომმა აღნიშნული პროექტი დათქმულ ვადაზე 3 თვით ადრე დაასრულა.
წელს ერთიანი საგანმანათლებლო ქსელის საშუალებით პირველად საქართვლოში და მსოფლიოში საატესტატო გამოცდები ჩატარდა, რომელთა მსვლელობის დროს არცერთი ქსელთან დაკავშირებული სერიოზული ხარვეზი არ დაფიქსირებულა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთიანმა საგანმანათლებლო ქსელმა პირველი სერიოზული გამოცდა წარმატებით ჩააბარა.