საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენციის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ: სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკავშირისა და ჰოლანდიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
რეფორმა კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებთან მიმართებით საერთაშორისო სტანდარტების დაცვას ითვალისწინებს. რეფორმის მიზანია შეიქმნას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების რეაბილიტაციასა და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციას.
რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად მოხდება ახალი დანაშაულის პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ის უზრუნველყოფს ბავშვთა უფლებების დაცვას დაკავების ადგილებსა და პრობაციაში, მოხდება არასრულწლოვანთა საზოგადოებაში რესოციალიზაცია.