თბილისში დღეის მდგომარეობით საცხოვრებელ სახლებში 10 000-მდე ლიფტია განთავსებული, ქუთაისში - 1000, აჭარაში - 1500, ზუგდიდში, ფოთში, კახეთისა და ქართლის რეგიონებში - 1000; საქართველოში სხვადასხვა საცხოვრებელ თუ არასაცხოვრებელ ობიექტებში სულ 15 000-მდე ლიფტია დამონტაჟებული. აგრეთვე, ქვეყნის მაშტაბით განთავსებულია ატრაქციონები და ესკალატორები. აღნიშნული ლიფტები, ატრაქციონები თუ ესკალატორები შეკეთება-მომსახურებას საჭიროებს.
სახელმწიფო პროგრამით მიმდინარეობს დედაქალაქში არსებული ლიფტების აღდგენითი სამუშაოები. ამასთან, მზარდია მოთხოვნა ახალი ლიფტების, ატრაქციონებისა და ესკალატორების აწყობა-დამონტაჟებაზე. პირებს, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა კომპანიებში ეწევიან შეკეთება-მომსახურებით საქმინობას, არ გააჩნიათ თეორიული ცოდნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კოლეჯში საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან ერთობლივად შემუშავდა ლიფტების ელექტრომექანიკოსის სტანდარტი და პროგრამა. პროგრამის კურსს წაიყვანენ ამ დარგის გამოცდილი და წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც მოამზადებენ პროფესიონალ კადრებს, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიაა.
პროფესიული კოლეჯში ,,იკაროსი’’ 277 პროფესიული სტუდენტი ტურიზმისა და მომსახურების სფეროში სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან. გარდამავალი ჯგუფებში სწავლობს 188 პროფესიული სტუდენტი, ხოლო ახალ პროგრამებზე - 89 სტუდენტი.
კოლეჯი ორიენტირებულია საქართველოში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებაზე და დამსაქმებლის სურვილზე, რომელიც ითხოვს მაღალი კლასის სერვისს. კოლეჯის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი ტურიზმისა და სერვისის ყველა იმ სფეროსათვის, რომელზეც მაღალი მოთხოვნაა.
“იკაროსში” სპეციალისტების გადამზადება ტურიზმის მიმართულებით შემდეგ სპეციალობებზე მიმდნარეობს: მზარეული; ბარმენი; ოფიციანტი; სასტუმროს მიღება-განთავსებისა და დაჯავშნის სპეციალისტი; კულინარული ხელოვნების სპეციალისტი; სარესტორნო საქმის სპეციალისტი; სასტუმრო საქმის სპეციალისტი.
ცენტრი აღჭურვილია უახლესი და თანამედროვე მატერიალურ - ტექნიკური ბაზით. კულინარიულ ხელოვნებას სტუდენტებს სხვა მოწვეულ სპეიალისტებთან ერთად ასწავლის ცნობილი კულინარი მანუელი (მანუელ ფაუნდეს ბარანდა). ყველა პროფესიას გააჩნია პრაქტიკული მეცადინეობებისათვის საჭირო კლასები და სახელოსნოები (სამზარეულო, საკონდიტრო, სერვირების სასწავლო კლასი, ბარი).