პროექტი სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და იგი პედაგოგებს და განათლების სფეროში მომუშავე სხვა პირებს საშუალებაა აძლევს „ელიტ ელეტქრონიქსის“ ქსელში თიბისი ბანკის სპეციალური შეთავაზებით ისარგებლონ. გარდა ამისა „ელიტ ელექტრონიქსი“ აქციის წევრებს შესთავაზებს დამატებით სარგებელს ფასდაკლებების სახით. ფასდათმობა ნებისმიერი ტექნიკის შეძენისას განხორციელდება.
აქციის ფარგლებში საჯარო სკოლისა და სისტემის თანამშრომლები ისარგებლებენ მნიშვნელოვანი შეღავათებით სწრაფ განვადებაზე. სესხის გაცემა მოხდება გამარტივებული პირობებით. კერძოდ, სესხი დაუმტკიცდება ყველას, ვისაც, „კრედიტინფოს“ საინფომაციო ბაზაში უარყოფითი საკრედიტო ისტორია არ აღენიშნება, ან მიმდინარე ვადაგადაცილება არ გააჩნია.
გარდა ამისა აქციის მონაწილეებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ თიბისი ბანკის საზაფხულო გათამაშებაში და მოიგონა სხვადასხვა პრიზი. აღნიშნული აქცია საშუალებას მისცემს პედაგოგებს, ხელმისაწვდომი და შეღავათიანი პირობებით შეიძინონ ახალი ტექნიკა და გაიუმჯობესონ საყოფაცხოვრებო პირობები.