საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ზესტაფონის №7 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულს გიორგი ედიბერიძეს საკუთარი სკოლის საუკეთესო ვებ-გვერდის შექმნისთვის პორტატული კომპიუტერი გადასცა.
სკოლისთვის ვებ-გვერდების შექმნის ინიციატივით მოსწავლეებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიმართა და განმარტა, რომ განსაკუთრებულად გამორჩეული ავტორები სამინისტროს მხრიდან დასაჩუქრდებოდნენ. ერთ-ერთი საუკეთესო ვებ-გვერდი ზესტაფონის მე-7 საჯარო სკოლისათვის სწორედ, გიორგი ედიბერიძემ შექმნა.
გიორგიმ მიმდინარე წელს დაამთავრა სკოლა, წარმატებით ჩააბარა საატესტატო გამოცდები და სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს. მას საბუნებისმეტტყველო საგნები იტაცებს და არჩევანი კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლაზე გააკეთა.
საინტერესო ვებ-გვერდების გამოვლენა მომავალშიც გაგრძელდება და მათ შორის საუკეთესოს ავტორი ასევე დასაჩუქრდება.