საქართველოს
მთავრობის დადგენილებით, 2011-2012
სასწავლო წელს, სოციალური პროგრამის ფარგლებში საუკეთსო
ქულების მქონე
ორმოცდაათი იძულებით გადაადგილებული სტუდენტის მაგისტრატურაზე სწავლება
2250 ლარით დაფინანსდება. პროგრამისთვის სახელმწიფო
ბიუჯეტიდან მთლიანად 112 500
ლარია გამოყოფილი. ამ
თემასთან დაკავშირებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ თინათინ ბურჯალიანმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და ლტოლვილთა და
განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა ბრიფინგი გამართეს.
დაფინანსდება შემდეგი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები:
აღნიშნულ მიმართულებებზე იძულებით გადაადგილებული პირების დაფინანსება მათი სტატუსითაა განპირობებული. საერთაშორისო სასამართლოებსა და ორგანიზაციებში ისინი, როგორც პროცესების უშუალო მონაწილეები, საუკეთესოდ შეძლებენ კონფლიქტების თემატიკისა და იძულებით გადაადგილებულთა საკითხების ირგვლივ სასამართლო საქმეების წარმართვას.
დაფინანსება შეეხება იმ დევნილებს, რომლებიც საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვეს სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მისაღებად მსურველმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არა უგვიანეს 2011 წლის 31 ოქტომბრისა.