საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ და გორის გამგებლის მოადგილემ ივანე ხორგუაშვილმა “განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, გორის რაიონის სკოლების 50-მდე წარჩინებულ კურსდამთავრებულს ოქროს მედლები გადასცეს.
გორის რაიონის სკოლების მოსწავლეებმა
საატესტატო გამოცდებზე კარგი შედეგები აჩვენეს, რამდენიმე მოსწავლე ქულების
მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით პირველ ასეულში მოხვდა და საქართველოს პრეზიდენტისაგან პორტატული
კოპიუტერები მიიღეს. 2010-2011 წლისათვის გორის რაიონში 46 ოქროსა და 63 ვერცხლიმედალოსანი ჰყავს. მედლების გადაცემა
გორის მე-7 საჯარო სკოლაში განხორციელდა.
პრეზიდენტის ინიციატივით, მოსწავლეთა წახალისების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ”წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების” ქვეპროგრამას ახორციელებს, რომლის
ფარგლებშიც 2010-2011 წლისათვის 877 ოქროსა და 1122 ვერცხლის მედალი
გაიცემა.
მედალოსან კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები ”ეროვნული სასწავლო გეგმით” რეგულირდება. 2010-2011 სასწავლო წლის წარჩინებით სკოლადამთავრებულებისათვის სახელობითი ოქროსა და ვერცხლის მედლები დამზადდა. სახელისა და გვარის გარდა მათზე მითითებულია შესაბამისი წელი.