23.07.2011
სასწავლო დაწესებულების მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ დღის ცენტრი “ცისარტყელას“ აღსაზრდელები მოინახულეს.
ერთობლივი აქციის ფარგლებში 50 აღსაზრდელს მანდატურებმა და კომპანია „ბარამბომ“ ტკბილეულობა,
სათამაშოები და სხვა სახის საჩუქრები
გადასცეს.
მანდატურების განცხადებით „ასეთ აქციებში
მონაწილეობის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია, მიუხედავად ცხელი ზაფხულისა და არდადაგებისა მზად არიან გააგრძელონ მსგავსი აქციები, ყველანაირი
სახის დახმარება გაუწიონ როგორც სკოლის მოსწავლეებს ასევე ბავშვთა სახლის ყველა
აღსაზრდელს.“
სასწავლო დაწესებულების მანდატურების
საქველმოქმედო აქციების მიზანია, მონაწილება მიიღონ სხვადასხვა სასარგებლო ღონისძიებებში
და საზოგადოების ყველა ფენას პირადად განუმარტონ
მანდატურის არსი.
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთი, ყვარლის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შევიდნენ. მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.
უსაფრთხო სკოლის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ახალი ინიციატივის მიზანია, სწავლის პერიოდში მშობლებს შვილების უსაფრთხოების სრული გარანტია ჰქონდეთ.